Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი პირველი გუნდია 1959 წლის შემდეგ, რომელმაც…

გუშინ ინტერმა კროტონე 6 – 2 გაანადგურა და სატურნირო ცხრილში მილანთან მინიმალური ჩამორჩენა შეინარჩუნა.

ინტერი გახდა პირველი გუნდი 1959 წლის შემდეგ, რომელმაც წლის პირველ მატჩში 6 ან მეტი გოლის გატანა მოახერხა. ეს რეკორდი აქამდე ფიორენტინას ეკუთვნოდა, რომელმაც შორეულ წარსულში 6 გოლი უდინეზეს გაუტანა.

ამის გარდა, რომელუ ლუკაკუმ გუშინ ინტერის მაისურით 70-ე მატჩი ჩაატარა. 27 წლის ბელგიელს მიმდინარე სეზონში უკვე 16 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, საერთო ჯამში კი მას 70 შეხვედრაში 50 გოლი და 9 საგოლე გადაცემა აქვს, რაც ინტერის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ლაუტარო მარტინესი კი გახდა პირველი ინტერის მოთამაშე 2017 წლის შემდეგ, რომელმაც ერთ მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. აქამდე ეს მაურო იკარდიმ, ატალანტას წინააღმდეგ გააკეთა.