Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი რანოკიას ჯენოაში აბრუნებს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ანდრეა რანოკია ჯენოაში უახლოესი დღეების განმავლობაში დაბრუნდება.

იტალიელ ფეხბურთელს ნერაძურისთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა მხარეები კონტრაქტს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტენ და რანოკია ჯენოას თავისუფალი აგენტის სტატისუთ შეუერთდება.

რანოკიას, რომელიც ჯენოაში წარსულში 3 წლის განმავლობაში თამაშობდა, გენუელებიი 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

ინტერის დღევანდელ შემადგენლობაში რანოკიას ნერაძურის რიგებში ყველაზე მეტი დრო აქვს გატარებული. 32 წლის ცენტრალური მცველი ინტერში 2011 წლის იანვარში გადავიდა და მას შემდეგ ნერაძურის მაისურით 207 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

Leave a Reply

Your email address will not be published.