Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი რასპადორის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ინტერი მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სასუოლოს ახალგაზრდა ფორვარდის ჯაკომო რასპადორის გაფორმებას შეეცდება და მის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

წყაროს ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელის აგენტი ტულიო ტინტი დღეს ნერაძრის სათაო ოფისს ეწვია და ინტერისგან დასტური მიიღო, რომ მათ იტალიელი ფორვარდის გაფორმება სურთ.

რასპადორის ტრანსფერი ინტერს იაფი ნამდვილად არ დაუჯდება, რადგან სასუოლო ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვას 25 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს, ამიტომ იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნერაძური მას ლაუტარო მარტინესის შემცვლეალდ მოიაზრებს…