Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი რასპადორის ტრანსფერში ესპოსიტოს ჩართვას გეგამვს

ინტერი სასუოლოს ახალიგაზრდა ფორვარდის ჯაკომო რასპადორის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და იტალიური მედიის ინფორმაციით, ტრანსფერში სებასტიანო ესპოსიტოს ჩართვას გეგმავს.

სასუოლოს 21 წლის რასპადორის გაყიდვა არ სურს, რადგან ნეროვერდი დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონში მისი სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად გაიზრდება, ინტერს კი მისი ახლავე გაფორმება და მომავალში კონკურენციის თავიდან აცილება სურს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ნერაძური სასუოლოს რასპადორის სანაცვლოდ 10-12 მილიონს და ესპოსიტოს შესთავაზებს, თუმცა იქამდე ბენეამატას სანჩესის გაყიდვა მოუწევს, რომელმაც ჩილეს ნაკრებში კიდევ ერთი ტრავმა მიიღო…