Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი რეალის ფორვარდით ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, სიმონე ინძაგიმ ინტერს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცენტრალური თავდამსხმელის დამატება სთხოვა, რომელიც გრძელი სეზონის მსვლელობისას რომელუ ლუკაკუს შემცვლელი იქნება.

L’Interista-ს ინფორმაციით, ნერაძურის ხელმძღვანელობა ამ საკითხზე უკვე მუშაობს და მათი ერთ-ერთ მთავარი კანდიდატი მადრიდის რეალის ლუკა იოვიჩის.

ლუკა იოვიჩი უკვე დიდი ხანია მადრიდის რეალის გეგმებში არ შედის და ბლანკოსი ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა ინტერს ამ ეტაპზე მისი 2-წლიანი იჯარით გაფორმება სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა პირველ რიგში ბენეამატამ გუნდიდან პინამონტი-სანჩესის დუეტიდან ერთ-ერთის გასხვისება უნდა მოახერხოს.