Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი – რეალი

ინტერი ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში მოხვდა, მისი კონკურენტები მადრიდის რეალი,  შახტარი და ბორუსია მენხენგლადბახი იქნებიან.

ინტერი და მადრიდის რეალი ერთმანეთს მეთექვსმეტედ დაუპირისპირდებიან, თუმცა მათი გზები ჩემპიონთა ლიგაზე 1998 წლის შემდეგ არ გადაკვეთილა, სადაც მსოფლიომ რობერტო ბაჯოს მასტერკლასი იხილა და ინტერმა სამეფო კლუბი 3 – 1 დაამარცხა.

ნერაძურის მადრიდის რეალი 7-ჯერ ჰყავს დამარცხებული, 2 მატჩი მათ შორის ფრედ დასრულდა, 6-ჯერ კი ესპანელებმა იმარჯვეს.

ინტერი ბერნაბეუს ბოლოს 2010 წელს ესტუმრა, სადაც ინტერი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა და მოურინიოსთან ერთად ლეგენდარული ტრებლი მოიგო.