Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი რომასთან მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდება

რომას მსგავსად, სერია ა-ს მომდევნო ტურის მატჩს, რომელშიც ჯალოროსი ნერაძურის ოლიმპიკოზე უმასპინძლებს, დანაკლისის გარეშე ვერც ინტერი ხვდება.

იტალიური მედიის ინფორამციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნული შეხვედრისთვის გუნდის ცენტრალურმა მცველმა სტეფან დე ვრეიმ ტრავმის მოშუშება და მოედანზე დაბრუნება მოახერხოს. ნიდერლანდელმა დაზიანება ნაკრებში თამაშის დროს მიიღო, რის გამოც მას უკვე 4 შეხვედრის გამოტოვება მოუწია.

დე ვრეის გარდა, რომასთან მატჩში ვერც არტურო ვიდალი და მატეო დარმიანი დაეხმარებიან.