ინტერი რომას ნახევარმცველს შეიძენს

Corriere della Sera-ს ინფორმაციით,ნერაძური ლორენცო პელეგრინის გამოსასყიდი თანხის გადახდას აპირებს.

რომას ნახევარმცველს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 30 მილიონი ევრო აქვს მითითებული,რომელიც ორ ნაწილად იქნება გაყოფილი.

პელეგრინი დედაქალაქურ გუნდში სეზონში 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს,რაც მას არ აკმაყოფილებს და გუნდის დატოვების წინააღმდეგი არ არის.

ინტერის გარდა,მისი შეძენით დორტმუნდის ბორუსია და პსჟ არიან დაინტერესებულები.იტალიელის კონტრაქტი რომასთან 2021-22 წლების სეზონის ბოლოს იწურება.

23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრა ჩაატარა,3 გოლის გატანა მოახერხა და 11-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

Leave a Reply

Your email address will not be published.