Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი რომას ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

იტალიური მედიის ცნობით, ინტერი რომას ალესანდრო ფლორენცის სანაცვლოდ დანილო დ’ამბროზიოს სთავაზობს.

ნერაძური მარჯვენა მცველის ძიებას განაგრძობს და კალიარიდან ნაიტან ნანდესის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ბენეამატა სხვა ვარიანტებზე გადაერთო, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ რომას იტალიელი ფეხბურთელია.

30 წლის ფლორენცი რომას გეგმებში არ შედის და ჯალოროსის მისი გაშება სურს, მაგრამ რამდენად სჭირდება მოურინიოს 32 წლის დ’ამბროზიო ამას დრო გვიჩვენებს…