Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი სავიჩის გაფორმებას შეეცდება

SportMediaset-ის ინფორმაციით, ნერაძური სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლაციოს ნახევარმცველის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გაფორმებას შეეცდება.

გამოცემის ინფორმაციით, 25 წლის სერბი ფეხბურთელი ანტონიო კონტეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, თუმცა მისი ტრანსფერი მარტივი ორი მიზეზის გამო არ იქნება.

პირველი, ეს ფეხბურთელის კონტრაქტია, რომელსაც ვადა 2024 წლის ივნისამდე აქვს და ლაციო, რომელიც 13-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა, თავის ერთ-ერთ ლიდერს იოლად არ შეელევა.

მეორე კი პსჟ-ა. ფრანგული გიგანტი მილინკოვიჩ-სავიჩის გაფორმებას უკვე მეორე წელია ცდილობს და მათი ფინანსებიდან გამომდინარე, ნერაძურის სავიჩის გაფორმება ძალიან გაუჭირდება.

ჯერჯერობით ოფიციალური წინადადებით ინტერს ლაციოსთვის არ მიუმართავს, თუმცა წყაროს ინფორმაციით გუნდებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და მოლაპარაკებები ძალიან მალე დაიწყება.

Leave a Reply

Your email address will not be published.