Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი სავიჩის სანაცვლოდ 80 მილიონს ამზადებს ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, ზაფხულში ინტერი ლაციოს მილინკოვიჩ-სავიჩის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს შესთავაზებს.

Il Messaggero-ს ცნობით, სავიჩი ანტონიო კონტეს ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია და მის აგენტთან ბეპე მაროტამ მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო.

წყაროს ცნობით, ნერაძური აღნიშნული თანხის გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ ინტერის წარმომადგენლები ერთ-ერთი ამერიკული კომპანიისგან, რომელთანაც მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, 250-მილიონიან სესხზე თანხმობას მიიღებენ.

ნერაძური ამ თანხის ნაწილს ფეხბურთელების ხელფასების დასაფარად და სხვადასხვა დავალიანების გადასახდელად გამოიყენებს, დარჩენილი ფულით კი გუნდის გაძილერებას შეეცდება.

გათიშვა