Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი სასუოლოს ნახევარმცველით ინტერესდება

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ინტერი ზაფხულში სასუოლოს 22 წლის ტალანტის დავიდე ფრატეზის გაფორმებას შეეცდება.

22 წლის ნახევარმცველი ნეროვერდის რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს და მან 13 მატჩში 3 გოლის გატანა უკვე მოასწრო.

Calciomercato-ს ინფორმაციით, სასუოლო ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს, ნერაძური კი, რომელიც რთულ ფინანსურ სიტუაციაშია, ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში სატრიანოს, პიროლეს ან კაზადეს ჩართვით გეგმავს.