Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი სასუოლოს ფეხბურთელების გაცვლას შესთავაზებს

ინტერი უკვე დიდი ხანია, რაც სასუოლოს ფორვარდების ჯანლუკა სკამაკასა და ჯაკომო რასპადორის გაფორმებით არის დაინტერესებული და იტალიური წყაროების ცნობით, ნერაძური მზად არის ნეროვერდის ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს.

სასუოლო ორივე ფეხბურთელს დაახლოებით 30 მილიონ ევროდ აფასებს, ინტერს კი ასეთი თანხის გადახდა ამ ეტაპზე არ შეუძლია და იმედი აქვს, რომ სატრანსფერო ღირებულებას ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვით შეძლებს.

FcInterNews-ის ცნობით, ბენეამატა მზად არის ფულთან ერთად სასუოლოს სტეფანო სენსი შესთავაზოს, რომელმაც თავისი ტალანტი სწორედ ნეროვერდის რიგებში გამოავლინა, მაგრამ ინტერში ტრანსფერის შემდეგ ტრავმების და პრაქტიკის ნაკლებობის გამო პოტენციალის გამოყენებას ვერ ახერხებს…