Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი სასუოლოს ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობს

ინტერს სასუოლოს 22 წლის იტალიელი ფორვარდის ჯანლუკა სკამაკას დამატება სურს, თუმცა ნერაძურის ახალგაზრდა ტალანტის გაფორმება გაუჭირდება.

L’Interista-ს ცნობით, ბენეამატას ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარით აყვანა სურს, შემდგომში მისი გამოსყიდვის პერსპექტივით, ნეროვერდი კი სკამაკას იჯარით გაშვებას არ აპირებს და ფეხბურთელის სანაცვლოდ პირდაპირ 25 მილიონის მიღება სურს.

სკამაკა რომელუ ლუკაკუს ერთ-ერთი პოტენციური შემცვლელია და თუ ბენეამატა მის დამატებას გადაწყვეტს, ლუკაკუს სანაცვლოდ მიღებული თანხიდან 25 მილიონის გადახდა არ გაუჭირდება.