Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი სენსის გამოისყიდის

ნერაძური სტეფანო სენსის გამოისყიდის.ფეხბურთელი სასუოლოს საკუთრებაა და ინტერში იჯარის წესით ირჯება,მილანელებს მისი გამოსყიდვის უფლება აქვთ.

24 წლის ფეხბურთელი მილანში გასულ ზაფხულს მივიდა და თავისი თამაშით პირველივე წუთებიდან ყველა სასიამოვნოდ გააკვირვა.პირველ 6 შეხვედრაში მან 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.სამწუხაროდ,Derby d’Italia-ს მატჩის სადებიუტო წუთებში მან ტრავმა მიიღო და მომდევნო 9 თამაშის გამოტოვება მოუხდა.

ინტერმა და სასუოლომ უკვე ყველაფერი შეათანხმეს და ნერაძური მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდის.

Leave a Reply

Your email address will not be published.