Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი სენსის გამოსყიდვას გეგმავს

Sky Sport Italia-ს მტკიცებით, ინტერი სენსის კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი პუნქტის ამოქმედებას და ფეხბურთელის გუნდში დატოვებას აპირებს.

მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტეს ინტერში დარჩენა გადაწყდა, გუნდი სატრანსფერო ფანჯარაზე გააქტიურდა და კონტეს მოთხოვნით ნერაძური სენსის გამოისყიდის.

გამოცემის მტკიცებით, ნერაძურის წარმომადგენლები სასუოლოს უკვე დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ სენსის გამოსყიდვას აპირებენ.

სენსიმ ინტერის მაისურით ტრავმების გამო მხოლოდ 19 მატჩის ჩატარება მოახერხა, სადაც 3 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.