Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი სერია ა-ს ზამთრის ჩემპიონია

სან სიროზე მილანის ნაპოლისთან მარცხის შემდეგ, ინტერი სერია ა-ს ზამთრის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.

ბენეამატას 18 ტურის შემდეგ 43 ქულა დაუგროვდა, ნაპოლის და მილანს კი, რომლებიც მე-2 და მე-3 ადგილს იყოფენ, 39 ქულა აქვთ, ანუ ისინი ახალ წლამდე გასამართ 1 მატჩში ინტერის დაწევას ვეღარ მოახერხებენ.

სერია ა-ს ზამთრის ჩემპიონები 67 პროცენტით სკუდეტოს მფლობელებიც ხდებიან, თუმცა გასული წლის ზამთრის ჩემპიონმა მილანმა ამის გაკეთება ვერ მოახერხა.

2004-05 წლების შემდეგ გუნდები, რომლებიც ზამთრის ჩემპიონები გახდნენ, თუმცა სკუდეტო ვერ მოიგეს, 2015-16 და 2017-18 წლების ნაპოლი, ასევე გასული წლის მილანი იყო.