Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი სერია ა-ს რეკორდს უახლოვდება

სიმონე ინძაგის გუნდი სერია ა-ში შესანიშნავ თამაშს აჩვენებს, რაც მათ სტატისტიკაზეც აისახება.

2021 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ინტერმა ანტონიო კონტეს დროს 24 მატჩში 58 ქულის მოგროვება მოახერხა, წინამორბედის ტემპი კი არც სიმონე ინძაგიმ შეამცირა და მიმდინარე სეზონში უკვე 40 ქულა აქვს.

ნერაძურის საერთო ჯამში 2021 წელს სერია ა-ში 98 ქულა დაუგროვდა და ბენეამატას სერია ა-ს რეკორდის მოხსნა შეუძლია.

ერთ წელში სერია ა-ში მოპოვებული ქულების რეკორდი იუვენტუსს ეკუთვნის, რომელმაც 2018 წელს 101 ქულის მოგროვება მოახერხა, ინტერს კი მარაგში დარჩენილი კიდევ 2 შეხვედრა აქვს და თავისუფლად შეუძლია, რომ ეს შედეგი გააუმჯობესოს…