Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი სკამაკას ტრანსფერზე მუშაობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სასუოლოს ახალგაზრდა ფორვარდის ჯანლუკა სკამაკას გაფორმებას შეეცდება.

რომელუ ლუკაკუს წასვლის შემდეგ, ინტერმა ედინ ჯეკო და ხოაკინ კორეა გაიფორმა, თუმცა ბოსნიელი ფეხბურთელი კარიერის დასასრულისკენ მიდის და ნერაძურის მისი ახალგაზრდა ალტერნატივის გაფორმება სურს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ინტერსა და სასუოლოს შორის სკამაკას ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ბენეამატა მზად არის მის სანაცვლოდ ნეროვერდის 18 მილიონი შესთავაზოს.

სკამაკას სახელს გასულ თვეებში იუვენტუსს და მილანსაც უკავშირებდნენ, ამიტომ ინტერს მისი გაფორმება ზამთარშივე სურს, რომ მომავალში კონკურენცია თავიდან აიცილოს.