Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ტონალის გერმანიიდან დაბრუნებისთანავე გაიფორმებს

როგორც ჩანს, სანდრო ტონალისთვის ბრძოლა საბოლოოდ დასრულდა და გამარჯვებული ინტერი გამოვიდა>

პიოლის მილანში დარჩენის შემდეგ როსონერი ახალგაზრდა იტალიელის ტრანსფერზე გააქტიურდა, ხოლო იუვენტუსში პირლოს მისვლის შემდეგ მისი შეძენა ბიანკონერისაც მოუნდა, თუმცა როგორც ჩანს ინტერმა ფეხბურთელის დარწმუნება მოახერხა და ის კარიერას ნერაძურიში გააგრძელებს.

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, ინტერი და ბრეშა ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ და მას შემდეგ, რაც ნერაძური იტალიაში დაბრუნდება, ტრანსფერიც ოფიციალურად დაიხურება.

Leave a Reply

Your email address will not be published.