Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ტონალის ტრანსფერს თავს ანებებს, მილანი იტალიელ ტალანტს უახლოვდება

ანტონიო კონტეს მოთხოვნით, ინტერი სანდრო ტონალის ტრანსფერზე უარი თქვა და უფრო გამოცდილი ფეხბურთელების შეძენა სურს.

კონტესა და სტივენ ჟანგის შეხვედრის შემდეგ, გუნდის სატრანსფერო სტრატეგია შეიცვალა და გუნდი ისეთი ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობს, რომელიც კონტეს აზრით თავის სქემას უკეთესად მოერგება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნერაძური არტურო ვიდალის და კოლაროვის ტრანსფერებზე მუშაობს და მათი მომდევნო სამიზნე ნ’გოლო კანტე იქნება.

ეს სიახლე მილანის წისქვილზე ასხავს წყალს. როსონერი ბრეშასთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს და იტალიური მედიის მტკიცებით, ტონალი მილანში გადასვლასთან ძალიან ახლოს არის.

როსონერი ახალგაზრდა იტალიელის სანაცვლოდ 1-წლიან იჯარაში 10 მილიონ ევროს გადაიხდის, მომავალი სეზონის ბოლოს კი მას დამატებით 25 მილიონად გამოისყიდის.

Leave a Reply

Your email address will not be published.