ინტერი ტონალის შესაძენად ფეხბურთელების გაყიდვას ელოდება

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით,სანდრო ტონალის ინტერში გადასვლა უკვე გადაწყვეტილია.გამოცემის თქმით,ბრეშა ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებს,თუმცა ხვდება,რომ არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო,მასში ამ თანხას არავინ გადაიხდის და მზად არის,ინტერის შეთავაზებული 35 მილიონი ევრო აიღოს.

გავრცელებული ინფორმაციით,ინტერმა და ბრეშამ უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს და თავად სანდრო ტონალიც ნერაძურიში გადასვლას ელოდება,თუმცა ეს ყველაფერი მაშნ მოხდება,როდესაც მილანელები ივან პერიშიჩს და ჯოაო მარიოს გასხვისებას მოახერხებენ,რომ ფინანსები მიიღონ და ახალგაზრდა იტალიელის გასაფორმებლად საბოლოო ნაბიჯი გადადგან.

Leave a Reply

Your email address will not be published.