Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ტორინოს მცველის გასაფორმებლად წინადადებას ამზადებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ინტერის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ტორინოს მცველი ბრემერი იქნება.

ინტერის მცველებს მილან შკრინიარს და სტეფან დე ვრეის გუნდთან კონტრაქტები 2023 წლის ზაფხულში ეწურებათ და თუ ნერაძურიმ რომელიმე მათგანთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოახერხა, გუნდს მისი გაყიდვა მოუწევს და ბრემერი სწორედ წასული ფეხბურთელის შემცვლელი უნდა იყოს.

ტორინო ბრაზილიელ მცველს 25 მილიონად აფასებს, თუმცა Corriere della Sera-ს ცნობით, როსონერი ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში ანდრეა პინამონტის, ანდრეი რადუს, სამუელე მულატერის ან ჟინიო ვანჰეუსდენის ჩართვით შეეცდება.