Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ტრადიციულ მაისურზე უარს ამბობს…

Footy Headlines-მა ინტერის 2021-22 წლების საშინაო მაისურის სურათები გამოაქვეყნა, რომელიც ჯერჯერობით ოფიციალური არ არის, თუმცა როგორც წესი გამოცემა არასოდეს არ ცდება და სავარაუდოდ ბენეამატა მომდევნო სეზონში სწორედ ასეთი მაისურებით ითამაშებს.

წყაროს ცნობით, ინტერი შავ-ლურჯ ზოლებზე უარს იტყვის და მაისურს გველის ტყავის პრინტით შეამკობს, რაც ინტერის სიმბოლის – Biscione-ს (გიგანტური გველი) მიუთითებს.