Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი უნიჭიერეს ბრაზილიელს უფასოდ დაიმატებს ?

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ნერაძური ზაფხულში ფლუმინენსეს უნიჭიერეს ნახევარმცველს, მარკოს პაულოს უფასოდ დაიმატებს.

19 წლის ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და რამდენიმე იტალიური გამოცემა ამტკიცებს, რომ ნერაძურიმ ახალგაზრდა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

ბრაზილიელ ფეხბურთელს პორტუგალიური პასპორტი აქვს და ის არა-ევროპელი ფეხბურთელების ადგილს არ დაიკავებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი გაფორმება ბარსელონასაც სურდა, თუმცა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინტერში გადასვლა ამჯობინა.