ინტერი ფიორენტინას ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს
ინტერი დიდი ხანია, რაც ვეტერანი სამირ ჰანდანოვიჩის შემცვლელს ეძებს და იტალიური მედიის ინფორმაციით, ბეპე მაროტას გუნდში ფიორენტინას ბარტოლომიე დრაგოვსკის ხილვა სურს.
ფლორენციელები 23 წლის პოლონელ კიპერს 20 მილიონ ევროდ აფასებენ, რისი გადახდაც ინტერს არ სურს და Tuttosport-ის ინფორმაციით, ბენეამატა მზად არის იებს ახალგაზრდა კარის დარაჯის სანაცვლოდ სტეფანო სენსის ტრანსფერი შესთავაზოს…