Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ფიორენტინას ფეხბურთელების გაცვლას შესთავაზებს

იტალიური წყაროების ცნობით, ინტერი ფიორენტინას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფეხბურთელების გაცვლას შესთავაზებს.

L’Interista-ს ინფორმაციით, ნერაძური ფიორენტინას ნახევარმცველის გაეტანო კასტროვილის ტრანსფერით ინტერესდება და მზად არის ფლორენციელებს მის სანაცვლოდ სტეფანო სენსი შესთავაზოს, რომელიც ბენეამატას რიგებში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა და გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

ფიორენტინა სენსის მიმართ ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს და სავარაუდოდ აღნიშნული ბარტერის წინააღმდეგი არ იქნებიან, თუმცა ინტერს დაახლოებით 8-10 მილიონის დამატება მოუწევს…