Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი, ფიორენტინა და ლაციო ნაპოლის ფეხბურთელისთვის იბრძვიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი, ლაციო და ფიორენტინა ზაფხულში ნიკოლა მაკსიმოვიჩის გაფორმებას ეცდებან.

სერბი ფეხბურთელის კონტრაქტი პარტენოპეისთან სეზონის ბოლოს იწურება და ნებისმიერ დაინტერესებულ გუნდს 29 წლის მცველის გაფორმება სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება, რაც არსებული ფინანსური კრიზისის ფონზე მის გაფორმებას ორმაგად მომგებიანს ხდის.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ყველაზე ახლოს ამ ეტაპზე ფეხბურთელის გაფორმებასთან ლაციოა, რომელიც მის აგენტებს უკვე დაუკავშირდა და ცდილობს, რომ კონტრაქტი სეზონის დასრულებამდე შეათანხმოს.

გათიშვა