Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი – ფიორენტინა პრევიუ, შემადგენლობები და პირდაპირის ლინკები

პირდაპირი ტრანსლაციის ლინკი 1; ლინკი 2; ლინკი 3

ინტერი ფიორენტინას ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე დღეს, 22:45 საათზე დაუპირისპირდება და შეეცდება, რომ სეზონი გამარჯვებით დაიწყოს.

ანტონიო კონტეს გუნდმა ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა და სეზონის გვიან დასრულება მოუწიათ, ამიტომ ინტერი ახალ სეზონს ერთი კვირის დაგვიანებით იწყებს.

ინტერმა გასული სეზონი ფინალში მარცხით დაასრულა, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ბოლო წლებთან შედარებით ნერაძურიმ კოლოსალური პროგრესი განიცადა.

ფინალში გასვლასთან ერთად, კონტეს გუნდმა სერია ა-ს მე-2 ადგილი დაიკავა და ჩემპიონ იუვენტუსს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა.

ფიორენტინამ კი სეზონი გასულ კვირას დაიწყო და გაეტანო კასტროვილის გოლით ტორინოს 1 – 0 სძლია.

იებმა გასული სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულეს, თუმცა ჯუზეპე იაკინის გუნდისთვის, შემადგენლობიდან და გუნდის ამბიციებიდან გამომდინარე, ეს შედეგი დამაკმაყოფილებელი არ არის და როგორც გუნდის პრეზიდენტმა განაცხადა, ფიორენტინა მინიმუმ ექვსეულისთვის და ევროპული ტურნირების საგზურისთვის იბრძოლებს.