Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ფორვარდის დამატებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, აშრაფ ჰაკიმის შემცვლელის გაფორმების შემდეგ ინტერის ხელმძღვანელობა ცენტრალური თავდამსხმელის დამატებას შეეცდება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, სიმონე ინძაგის რომელუ ლუკაკუს სტილის ფეხბურთელი სურს, რომელიც ბელგიელს დასვენების საშუალებას მისცემს ხოლმე და ნერაძური ამ პოზიციაზე ორ ფეხბურთელს – ნაპოლის ანდრეა პეტანიას და სასუოლოს ჯანლუკა სკამაკას განიხილავს.

ორივე ჩამოთვლილი ფეხბურთელის ფასი საკმაოდ მაღალია და ინტერი პარალელურად მონაკოდან კეიტა ბალდეს ტრანსფერზეც მუშაობს, მაგრამ ჯერჯერობით ბენეამატა სკამაკა-პეტანიას დუეტიდან ერთ-ერთის დამატების იმედს არ კარგავს.