Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი შახტართან მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდება

ხვალ ინტერი ჩემპიონთა ლიგაზე რობერტო დე ძერბის შახტარს დაუპირისპირდება და ტურნირზე პირველი ქულების მოპოვებას შეეცდება, მაგრამ ნერაძურის გარკვეული საკადრო პრობლემები აქვს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, სტეფანო სენსი, რომელმაც მუხლის ტრავმა სამპდორიასთან მატჩში მიიღო, რამდენიმე კვირას გამოტოვებს და რა თქმა უნდა, ვერც ხვალინდელ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ხვალინდელ შეხვედრაში ინძაგის ვერც არტურო ვიდალი დაეხამრება, რომელმაც კუნთი ბოლონიასთან მატჩის დაწყებამდე გაიჭიმა და ამის გამო ვერც ფიორენტინასთან და ვერც ატალანტასთან თამაში ვერ მოახერხა.

ასევე უცნობია, მოახერხებს თუ არა თამაშს ხოაკინ კორეა, რომელმაც 3 ტურის წინ მოედანი მძიმე ვარდნის შემდეგ დატოვა და მიუხედავად იმისა, რომ მისი ტრავმა მძიმე არ არის, არგენტინელის თამაში ხვალინდელ შეხვედრაში საეჭვოა.