Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი შესაძლოა კიდევ ერთმა ფორვარდმა დატოვოს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი გუნდიდან ალექსის სანჩესის წასვლის წინააღმდეგი არ არის და შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, ნერაძური მის გაყიდვას აუცილებლად დათანხმდება.

ჩილელ ფეხბურთელს, რომლის ტრანსფერითაც MLS-ის გუნდები ატლანტა და მაიამის ინტერი ინტერესდებიან, სეზონში ხელფასი 6.5 მილიონი ევრო აქვს და ნერაძურის ფეხბურთელისთვის, რომელიც ინძაგის გეგმებში არ შედის, ამ თანხის გადახდის სურვილი არ აქვს.

Tuttosport-ის ცნობით, ინტერი ფეხბურთელთან არც კონტრაქტის გაწყვეტაზე იტყოდა უარს, რაც საერთო ჯამში გუნდს დაახლოებით 20 მილიონს დაუზოგავდა.