Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი შკრინიართან ახალ კონტრაქტზე მუშაობას იწყებს

როგორც ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ თქვა, ნერაძურისთვის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა და გუნდი არავის დამატებას აღარ აპირებს, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობას სამუშაო საკმაოზე მეტი აქვს.

ინტერი გუნდის ლიდერებთან კონტრაქტების გახანგრძლივებაზე მუშაობს და ლაუტარო მარტინესის, მარსელო ბროზოვიჩის და სტეფან დე ვრეის შემდეგ, მოლაპარაკებების წამოწყებას მილან შკრინიართან გეგმავს.

26 წლის ფეხბურთელს ინტერთან მიმდინარე კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და ნერაძურის მასთან ხელშეკრულების 2025 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება სურს, სანაცვლოდ კი შკრინიარის ხელფასი 4.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.