Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი შკრინიარს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

იტალიური მედიის ცნობით, მილანი მილან შკრინიარს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს და ის სიმონე ინძაგის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იქნება.

შკრინიარის მიმდიანრე კონტრაქტი ინტერთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და 26 წლის სლოვაკი ფეხბურთელის სახელი ბოლო პერიოდში არაერთ ინგლისურ გრანდს დაუკავშირეს, მაგრამ როგორც ჩანს ბენეამატა მის გაშვებას არ აპირებს და მზად არის ფეხბურთელს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს.