Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ჩალობას ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს

ინტერი დაცვის ცენტრალური ზონის გასაძლიერებლად შესაბამისი კანდიდატის ძიებას განაგრძობს და იტალიური წყაროების ცნობით, ლომბარდიული გრანდის პრიორიტეტული სამიზნე ამ მომენტისთვის ჩელსის უკანახაზელი ტრევო ჩალობა გახლავთ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერმა ლაციოსგან ფრანჩესკო აჩერბის იჯარით ტრანსფერის თაობაზე თანხმობა უკვე მიიღო, მაგრამ ბენეამატა ვეტერანი იტალიელის გაფორმებას არ ჩქარობს, რადგან გუნდის ხელმძღვანელობას ჩელსის უკანახაზელის იჯარით დამატების იმედი აქვს.

წყაროს ცნობით, თუ უახლოეს პერიოდში ჩელსისთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, ინტერი აჩერბის დაუბრუნდება და ტრანსფერს საბოლოოდ დახურავს.