Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ჩელსის ტრიოში 70 მილიონის გადახდას გეგმავს

Sport Mediaset-ის მტკიცებით, ნერაძური ჩელსიდან ნ’გოლო კანტეს, მერსონ პალმიერის და ოლივიე ჟირუს ტრანსფერს გეგმავს და მათ სანაცვლოდ ლურჯებს 70 მილიონ ევროს შესთავაზებს.

ანტონიო კონტეს ფავორიტი ედინ ჯეკო დიდი ალბათობით იუვენტუსს შეუერთდება, ჟირუ კი სათადარიგო ფორვარდად ნამდვილად გამოდგება და იმის გათვალისწინებით, რომ ჟირუს ჩელსისთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება, მისი შეძენა საკმაოდ იაფად იქნება შესაძლებელი.

კანტეს და პალმიერის მიმართ კი ნერაძურის ინტერესი ახალი არ არის, თუმცა მათი ტრანსფერისთვის გუნდს პირველ რიგში ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს.უახლოეს დღეებში გადაწყდება ივან პერიშიჩის და რაჯა ნაინგოლანის ბედი, შემდეგ კი ინტერს მილან შკრინიარის სარფიანად გასხვისება მოუწევს.

Leave a Reply

Your email address will not be published.