Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ჩელსის უკანახაზელს არ ივიწყებს

ანტონიო კონტეს ინტერში მისვლის შემდეგ, ნერაძურის ემერსონ პალმიერის უკავშირებენ და გამონაკლისი არც მომდევნო სატრანსფერო ფანჯარა იქნება.

Tuttosport-ის ინფორამციით, მარჯვენა ფლანგზე აშრაფ ჰაკიმის გაფორმების შემდეგ, ნერაძურის მარცხენა ფრთის გაძლიერებაც სურს და მათი მთავარი სამიზნე ემერსონ პალმიერი იქნება.

26 წლის ფეხბურთელს ჩელსისთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, თუმცა ის ტუხელის გეგმებში არ შედის და დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში დატოვებს.

წყაროს ინფორმაციით, ლურჯები პალმიერის სანაცვლოდ 12-15 მილიონ ევროს ითხოვენ.