Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ძაპატას ნაცვლად კორეას გაფორმებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომადან ედინ ჯეკოს გაფორმების შემდეგ ინტერი არა დუვან ძაპატას, არამედ ხოაკინ კორეას გაფორმებას შეეცდება.

ნერაძური რომელუ ლუკაკუს მთავარ შემცვლელად ატალანტას 30 წლის ფეხბურთელს მოიაზრებდა, მაგრამ ბერგამოელები მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვენ, რისი გადახდაც ინტერს არ სურს და კორეას ტრანსფერზე გადართვას გეგმავს.

კორეამ ლაციოს გუნდის დატოვების სურვილის შესახებ უკვე აცნობა და მისთვის პრიორიტეტი სიმონე ინძაგის გუნდში თამაშია, ბიანკოჩელესტი კი 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონს ითხოვს.