Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი – ხეტაფე პრევიუ,შემადგენლობები და პირდაპირი

პირდაპირი ეთერის ლინკი 1; ლინკი 2

დაგეგმილზე 6 თვით გვიან,თუმცა ინტერისა და ხეტაფეს დაპირისპირება მაინც შედგება.

ინტერმა სეზონი მაღალ ნოტაზე დაასრულა.ნერაძურიმ ზედიზედ 3 მოგება გაიფორმა და ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად იყო,თუმცა ანტონიო კონტეს ბოლო პრესკონფერენციამ გუნდში სიტუაცია აშკარად არია.

ჰანდანოვიჩმა მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და განაცხადა,რომ გუნდის შიგნით არსებული სიტუაცია ნერაძურის თამაშში ხელს არ შეუშლიდა,თუმცა ამის დაჯერება ძალიან ძნელია.

თავის მხრივ უპრობლემოდ არც ხეტაფე არის.ესპანელები პანდემიამდე საკმაოდ კარგ თამაშს აჩვენებდნენ და ამბიციური მიზნებიც ჰქონდათ,თუმცა პანდემიის შემდეგ გუნდის 4 წევრს კონტრაქტები ამოეწურათ და მათი სრულყოფილად შეცვლა ვერავინ მოახერხა.

ხეტაფე ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ დამარცხდა და 2 ფრე ითამაშა,ლა ლიგა კი მე-8 ადგილზე დაასრულა.

Leave a Reply

Your email address will not be published.