Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ჯეკოს აგენტს უახლოეს პერიოდში შეხვდება

ინტერი ედინ ჯეკოს ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას განაგრძობს და იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა მომდევნო კვირის ბოლომდეა დაგეგმილი.

ვეტერანი ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს იწურება და ბენეამატას მისი შენარჩუნება სურს, ამიტომ ბოსნიელს ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივებას სთავაზობს, მისი გასამრჯელო კი 4 მილიონი ევრო იქნება.

ნიკოლო სკირას ცნობით, ჯეკო ინტერში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მას გუნდთან არა 1-წლიანი, არამედ 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს.