Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ჯეკოს ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს

ედინ ჯეკოს რომადან წასვლის შესახებ საუბრები მიწყნარდა და Tuttosport-ის ინფორმაციით, ინტერი ბოსნიელი ფეხბურთელის ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს.

ანტონიო კონტეს ერთი ისეთი ცენტრალური თავდამსხმელი უნდა, რომელიც გუნდს სათადარიგოთა სკამიდან გააძლიერებს და მისი ფავორიტი სწორედ ჯეკო იყო, თუმცა როგორც ჩანს ჯალოროსის კაპიტანი გუნდში დარჩება, ინტერს კი სხვა ვარიანტების ძებნა მოუწევს .

Tuttosport-ის ინფორმაციით,  პიერო აუსილიომ პარმას ჟერვინიოსა და რობერტო ინგლესეს შესახებ უკვე მიმართა და დიდი ალბათობით, ერთ-ერთი მათგანი მომავალ სეზონში ინტერის ფეხბურთელი იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published.