ინტერი ჯეკოს მიუბრუნდა

ნერაძური ედინ ჯეკოს გაფორმებას კიდევ ერთხელ შეეცდება.ინტერი ბოსნიელი ფეხბურთელის გაფორმებას გასულ ზაფხულს ცდილობდა,თუმცა ყველასგან მოულოდნელად ჯეკომ ჯალოროსისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ინტერს დიდი ალბათობით ჩილელი ალექსის საჩესი დატოვებს და გუნდი მის შემცვლელს ეძებს.ნერაძურის ედინსონ კავანის გაფორმება უნდოდა,თუმცა ურუგვაელმა ფეხბურთელმა სეზონში ანაზღაურების სახით 10 მილიონი ევრო მოითხოვა,რის გადახდასაც მილანელები არ აპირებენ.

გასულ ზაფხულს რომა მზად იყო ედინ ჯეკო 20 მილიონ ევროდ გაეყიდა,არსებული კრიზისის გამო კი ეს თანხა სავარაუდოდ 12-15 მილიონ ევრომდე დაეცემოდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.