Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ჯეკოს ტრანსფერზე კვლავ გააქტიურდა

მას შემდეგ, რაც იუვენტუსმა ფსონი ლუის სუარესზე გააკეთა და ედინ ჯეკოს მიმართ ინტერესი შეანელა, ნერაძური ბოსნიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე გააქტიურდა.

ანტონიო კონტეს მოთხოვნით, ინტერი ისეთ ფეხბურთელს ეძებს, რომელიც რომელუ ლუკაკუს გრძელი და დამღლელი სეზონის განმავლობაში დასავენების საშუალებას მისცემს, იტალიელი სპეციალისტის უპირველესი არჩევანი კი სწორედ ბოსნიელი ფეხბურთელია.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ინტერმა ფეხბურთელის აგენტთან კონტაქტი განაახლა და ცდილობს, რომ ჯეკოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.