Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ჯენოას ფეხბურთელების შეცვლას სთავაზობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ზამთრაის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ინტერი ჯენოას ფეხბურთელების გაცვლას შესთავაზებს.

Libero-ს ინფორმაციით, ზამთარში ნერაძური ინძაგის მოთხოვნით ფიზიკურად ძლიერი ფორვარდის დამატებას გეგმავს, რომელიც ედინ ჯეკოს ალტერნატივა გახდება და ბენეამატას რადარზე ძველი სამიზნე ფელიპე კაისედო გამოჩნდა.

კაისედო, რომელმაც სიმონე ინძაგისთან ერთად ლაციოში კარგი პერიოდი გაატარა, ჯენოას მიმდინარე სეზონის სტარტზე შეუერთდა და გენუელების რიგებში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა. წყაროს ცნობით, მას გუნდის დატოვება ზამთარში სურს და ნერაძური მზად არის მის ტრანსფერზე იმუშაოს.

წყაროს ცნობით, ნერაძური ჯენოას კაისედოს სანაცვლოდ მატიას ვესინოს შესთავაზებს, რომელსაც ინტერთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მისი გაფორმებით გენუელები უკვე დიდი ხანია ინტერესდებიან.