Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ჰაკიმის ჩანაცვლებას ბელერინით გეგმავს

ინტერმა და პსჟ-მ აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერი უკვე შეათანხმეს და მოროკოელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას პარიზში უახლოეს დღეებში გაივლის, ნერაძური კი მის შემცვლელს აქტიურად ეძებს და ბენეამატამ პრიორიტეტული სამიზნეც იპოვნა.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ნერაძური არსენალთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და ბეპე მაროტას ჰაკიმის სანაცვლოდ გუნდში 26 წლის ესპანელის ჰექყორ ბელერინის ხილვა სურს, რომელსაც არსენალი დაახლოებით 20 მილიონ ევროდ აფასებს.

წყაროს ინფორმაციით, თუ არსენალთან მოლაპარაკებები წარმატებულად არ განვითარდა, ინტერი მის ნაცვლად დავიდე ძაპაკოსტას დამატებას ეცდება.