Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ჰანდანოვიჩს კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს…

ინტერმა აიაქსიდან ანდრე ონანას ტრანსფერი უკვე შეათანხმა და კამერუნელი ფეხბურთელი ბენეამატას რიგებს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, მაგრამ ეს ჰანდანოვიჩის გუნდში დარჩენას არ გამორიცხავს.

ჰანდანოვიჩს მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს ეწურება და მისი წასვლის შესახებ უკვე დიდი ხანია იწერება, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერი მზად არის გუნდის კაპიტანს ხელშეკრულების გახანგრძლივება კიდევ ერთი სეზონით შესთავაზოს, თუ ის მეორე კიპერის როლს დათანხმდება.

ჰანდანოვიჩი მომდევნო ზაფხულს 38 წლის იქნება და მას ხანგრძლივ კონტრაქტს ალბათ არავინ შესთავაზებს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ის ნერაძურის რიგებში დარჩეს და კარიერაც იქ დაასრულოს.