Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი 4 თავისუფალი აგენტის გაფორმებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი ფინანსური სიტუაციის გათვალისწინებით შემადგენლობის გაძლიერებას თავისუფალი აგენებით აპირებს.

ბენეამატამ აიაქსის კარის დარაჯის ანდრე ონანას გაფორმება ფაქტობრივად გაინაღდა, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნერაძური ონანას გარდა კიდევ 4 ფეხბურთელს აკვირდება, რომლებიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტები ხდებიან.

წყაროს ინფორმაციით, ნერაძური ალექსანდ ლაკაზეტის, მატიას გინტერის, ხესუს კორონას და ლორენცო ინსინიეს კანდიდატურებს განიხილავს.