Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი 4 უფასო ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს

ინტერი ზაფხულის სატრანსფერო სტრატეგიას უკვე გეგმავს და იტალიური წყაროების ინფორმაციით, ბეპე მაროტას 4 უფასო ტრანსფერის განხორციელება სურს.

პირველი და პრიორიტეტული სამიზნე ნერაძურისთვის აიაქსის კარის დარაჯი ანდრე ონანა იქნება. ჰანდანოვიჩს ინტერთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და გუნდი 37 წლის ვეტერანთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს, მის შემცვლელად კი სწორედ აიაქსის კარის დარაჯი სურს.

ინტერს ზახულში ეტერანი ფეხბურთელები რანოკია, დ’ამბროზიო და კოლაროვი დატოვებენ, რომლებსაც ხელშეკრულება ეწურებათ და ნერაძურის დაცვის ხაზში გაძლიერება დასჭირდებათ. გუნდში იჯარით გაშვებულ ვანჰეუსდენსა და პიროლას დაბრუნებას გეგმავს, თუმცა ამავდროულად გლადბახის 27 წლის უკანახაზელის მატიას გინტერის დამატება სურს, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება.

ნერაძური ასევე ნახევარდაცვის გაძლიერებას ეცდება და მათ ბაიერნიდან კორენტინ ტოლისოს დამატება სურთ, შეტევის გაძლიერებას კი ნაპოლის ფორვარდის ლორენცო ინსინიეს გაფორმებით შეეცდებიან.