Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი Florida Cup-ს არ დატოვებს

იტალიურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორამცია, რომ კორონა ვირუსის გაუარესებული სიტუაციის გამო ნერაძური ამერიკაში გასამართ ამხანაგურ ტურნირზე Florida Cup-ზე მონაწილეობაზე უარის თქმას აპირებდა, თუმცა ბენეამატა ამერიკაში მაინც გაემგზავრება.

Gazzetta-ს ინფორმაციით, ინტერს ტურნირის დატოვება მართლაც სურდა, თუმცა მატჩების ორგანიზება უკვე დასრულებულია და ბენეამატას ფლორიდაში არსენალთან, ევერტონთან და მილიონარიოსთან თამაში მოუწევს.

პირველ შეხვედრას ნერაძური 26 ივლისს, არსენალის წინააღმდეგ გამართავს, რომელშიც დიდი ალბათობით მონაწილეობას რომელუ ლუკაკუც მიიღებს.