Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი Nike-სთან თანამშრომლობას შეწყვეტს ?

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერი Adidas-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს და შსაძლოა მომდევნო სეზონიდან მათ გერმანულმა ბერნდმა ჩააცვას.

Nike-ს კონტრაქტი ინტერთან 2022 წელს იწურება და ნერაძური ცდილობს, რომ სპონსორებისგან მიღებული ფინანსები გაზარდოს, სწორედ ამის გამო მათ Pirelli-სთან თანამშრომლობის დასრულება უკვე ოფიციალურად დაადასტურეს და სავარაუდოდ მაისურის სპონსორი მომდევნო სეზონიდან Samsung-ი გახდება.